დემნა გვასალია –  „ „არ მოვიტყუები, ფული ჩემთვის მნიშვნელოვანია…“

დემნა გვასალია -  „ „არ მოვიტყუები, ფული ჩემთვის მნიშვნელოვანია...“ დემნა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:
„არ მოვიტყუები, ფული ჩემთვის მნიშვნელოვანია. არის ხალხი, ვინც მუზეუმის ნიმუშებს კერავს. მე არ მაინტერესებს მოდა, რომელსაც მუზეუმში კიდებენ. კომერციული დიზაინერი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა კოლექცია დედაჩემზეა, საქართველოზე, თუ ჩემს სიყვარულზე, მე კაბებს და შარვლებს იმიტომ ვაკეთებ, რომ კარგად უნდა გაიყიდოს. რა თქმა უნდა კომერციული მიზანი მაქვს. მაგრამ ყველა პროდუქტს, რომელსაც ვუშვებ, ისტორია უნდა ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში – აზრს კარგავს“.