ირაკლი კობახიძე – „ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით“

ირაკლი კობახიძე - „ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში, ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით“„ყოველ ჯერზე როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში ოპოზიციაში მძიმედ მიიღეს.

„ჩვენ დავინახეთ ერთგვარი სასოწარკვეთილება ოპოზიციაში. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დღიდან ერთი დღე არ გასულა, რომ მათ არ ესაუბროთ ამ ფაქტზე, რაც მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ მიიღეს მათ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. ყოველ ჯერზე როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოდიოდა პოლიტიკაში ეს მთავრდებოდა ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით.“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, რომ ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში.