ლადო სადღობელაშვილი – „სანამ სატანის ფოტო იქნება სამებაში. მე იქ მიმსვლელი არ ვარ! მე ამ „პოლიტპროვოსლავიაში” მონაწილეობას არ მივიღებ!“

ლადო სადღობელაშვილი - „სანამ სატანის ფოტო იქნება სამებაში. მე იქ მიმსვლელი არ ვარ! მე ამ „პოლიტპროვოსლავიაში” მონაწილეობას არ მივიღებ!“ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„კოლექტიურმა პრორუსულმა ძალებმა “საშინაო დავალება” წარმატებით შეასრულეს! გუშინ გაძლიერდა სტალინის და შესაბამისად რუსული გავლენა ეკლესიაში! რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ეკლესიის დამოუკიდებლობის პირდაპირი საფრთხეა! რადიკალური პროვოსლავნი ელექტორატი ემთხვია არა მატრონას ხატს არამედ სტალინის ფოტოს! ტიპიური კერპთაყვანისმცემლობა!
მათ უყვართ სტალინი, სწამთ ღმერთის, მისდევენ გამსახურდიას გზას და უნდათ აღმაშენებლის საქართველო – მარაზმი და აჯაბსანდალი! ეს არ არის იდეოლოგია ეს არ არის რწმენა, ეს არ არის პატრიოტიზმი, ეს არის ბარდაგი! უცხო ქვეყნის მიერ ანგაჟირებული და ჩვენი მთავრობის მიერ წახალისებული ბარდაგი! ლენინიზმი, ტროცკიზმი, სტალინიზმი არის სატანიზმი! ეკლესიაში სტალინის ფოტო მიუღებელია!
– სანამ სატანის ფოტო იქნება სამებაში. მე იქ მიმსვლელი არ ვარ! მე ამ “პოლიტპროვოსლავიაში” მონაწილეობას არ მივიღებ!“