ახალი წლის ღამეს ქუთაისში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ასაკოვნები არიან, რომლებიც კლინიკაში მოხვდნენ.
არსებული ინფორმაციით, მათ ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდათ და კიდურებზე ტრავმები მიიღეს. ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.
„გვიან ღამით, შემოვიდა ორი პაციენტი, პიროტექნიკით დაშავებული. აღენიშნებოდათ მტევნის ტრავმა, ჩაუტარდათ გადაუდებლად ორივე პაციენტს ოპერაცია, ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფებიან განყოფილებაში და უგრძელდებათ მკურნალობა. მათი ინფორმაციით, პიროტექნიკა ხელში აუფეთქდათ და დაზიანდნენ”, – ამბობს ექიმი შოთა ირემაძე.