სტალინის გამოსახულებიანი ხატი საღებავისგან გაწმინდეს და უფრო თვალსაჩინო ადგილას გადაიტანეს

სტალინის გამოსახულებიანი ხატი საღებავისგან გაწმინდეს და უფრო თვალსაჩინო ადგილას გადაიტანესხატი სტალინის გამოსახულებით საღებავისგან გაწმინდეს და უფრო თვალსაჩინო ადგილას გადაიტანეს. მატრონა მოსკოველის ხატის ირგვლივ კი ვნებათაღელვა და პროტესტი არ ცხრება.  სასულიერო პირების ნაწილი ამბობს რომ ხატი სამების ტაძრიდან  დაუყოვნებლივ უნდა იქნას გატანილი. სამოქალაქო საზოგადოებისთვის კი გაუგებარია, როგორ დაუშვა საპატრიარქომ საბჭოთა ტირანის ხატის განთავსება მართლმადიდებლურ ტაძარში.

შეგახსენებთ, სტალინის გამოსახულებიან ხატს გუშინ საღებავი შეასხეს, რის გამოც შსს-მ გამოძიება დაიწყო. ხოლო სამოქალაქო აქტივისტს ნატა ფერაძეს, რომელმაც ფეისბუქზე კადრები გაავრცელა, მუქარის შეტყობინებები გაუგზავნეს. ფერაძე პოლიციამ გამოკითხა.