„ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთში… კლინიკა „კანის“ მიერ დასმული მცდარი დიაგნოზი“ – მაგდა სანიკიძე

„ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთში... კლინიკა „კანის“ მიერ დასმული მცდარი დიაგნოზი“ - მაგდა სანიკიძემაგდა სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მაგდა სანიკიძე, 38 წლის
ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთში
2023 წელი, 19 ნოემბერი – 2024 წელი, 3 იანვარი
კლინიკა კანის მიერ, დასმული მცდარი დიაგნოზი Kani Clinic • კლინიკა კანი
19 ნოემბერი, ბიოფსია
საქართველო, კლინიკა „კანი“ Kani Clinic • კლინიკა კანი, ორი გაჭრა სახეზე. წინასწარ დასმული დიაგნოზი – „წითელი მგლურა“. შედეგი – დაავადება დადასტურდა.
19 დეკემბერი, ბიოფსია
სტამბული, კლინიკა „Acibadem”, ერთი გაჭრა სახეზე, შედეგი – „წითელი მგლურა“ გამოირიცხა.
4 ოქტომბერი – შევედი პირდაპირ ეთერში, მაქვს უსაშველო დისკომფორტი, თავს ვგრძნობ ცუდად, გაკეთებული მაქვს პროფესიონალური მაკიაჟი, სახე მტკივა. ეთერიდან გამოსული ვუყურებ ჩემს ვიდეო-ჩანაწერს, თუმცა საკუთარ თავს ვერ ვცნობ, სახის გარკვეული ნაკვთები არის დეფორმირებული. ჩავთვალე, რომ ალერგიული ფონი მქონდა. თავისუფალი დროის სიმწირისა და ჩემი უსაშველო განრიგის გამო, ჩივილებს არ მივაქციე ყურადღება. დროებით სახე ჩაცხრა. 19 ნოემბერი – ვიღვიძებ სახის ტკივილით, ვერ აღვწერ იმ სურათს, რაც სარკეში დავინახე.
მივმართე კლინიკა „კანს“ Kani Clinic • კლინიკა კანი. პირველადი შემოწმების შემდგომ, ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩაეტარებინათ ბიოფსია, რაზეც დავთანხმდი. განხორციელდა ორი გაჭრა, ცხვირის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. დაისვა წინასწარი დიაგნოზი – „დისკოიდური წითელი მგლურა“.
6 დეკემბერი, ბიოფსიის შედეგმა დაადასტურა დაავადება.
„დისკოიდური წითელი მგლურა“ არის ქრონიკული დაავადება, რომელიც შესაძლებელია რემისიაში გადავიდეს (გაიყინოს), მოიცავს მხოლოდ კანის ქსოვილებს, მაგრამ განუკურნებელია, საჭიროებს ცხოვრების წესის დადგენილი რეჟიმის დაცვას. ყველაზე რთული ეტაპი იყო, დისკოიდურის შემდგომ, გამორიცხული ყოფილიყო „სისტემური წითელი მგლურა“. ფორმა, რომელიც იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას.
8 დეკემბერი – გაურკვევლობაში ვარ, ფსიქოლოგიურად იმდენად იმოქმედა აღნიშნულმა დიაგნოზმა, რომ ყველაფერი მტკივა, ვერ ვაზროვნებ, ძლივს დავდივარ და დარწმუნებული ვარ, რომ კანის ქსოვილების დაავადების გარდა, ორგანოებიც ჩათრეულია. ვიწყებ ექიმებთან სიარულის დაუსრულებელ ციკლს. პირველი ვიზიტი, ჩანიშნული მაქვს რევმატოლოგიის ცენტრში, სადაც უნდა გამომიკვლიონ უკლებლივ, ყველა ორგანო. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცდილობს ჩემს გამხნევებას, ვხედავ ოჯახის წევრების სასოწარკვეთილებას, დედას, რომელმაც ფაქტიურად, სიცოცხლე დაამთავრა. ყველაზე ემოციური იყო გულის გამოკვლევა, მითხრეს რომ, თუ გული ჯანმრთელია, დიდია ალბათობა იმისა, რომ სისტემური ფორმა გამოირიცხოს და დარჩეს მხოლოდ დისკოიდური.
12 დეკემბერი – რევმატოლოგიის ცენტრში დავასრულე გამოკვლევები. შედეგად, გამოირიცხა ორგანოების ჩათრევა ანუ სისტემური ფორმა. ე.ი. გადავრჩები.
პარალელურად, მქონდა ვიზიტი საქართველოში წამყვან დერმატოლოგებთან, არ ვაკონკრეტებ გვარებს, თუმცა თავად იცით ვინ არიან 1-2 მოწინავე დერმატოლოგი, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს მგლურას დიაგნოზი (ერთ-ერთმა, კი კატეგორიულად გამორიცხა).
„დისკოიდური წითელი მგლურის“ სამკურნალოდ (რემისიაში გადასაყვანად), ვამჯობინე მკურნალობა დამეწყო საზღვარგარეთ. შევარჩიე სტამბულში არსებული უალტერნატივოდ პირველი კლინიკა “Acibadem”, მოვიძიე საუკეთესო რევმატოლოგი, დერმატოლოგი და გავემგზავრე.
კლინიკამ არ მიიღო ანალიზები. განმიმარტეს, რომ დაავადება იმდენად იშვიათია და კრიტიკული, რომ ვერ ენდობიან კლინიკის გარეთ მიღებულ შედეგებს და შემომთავაზეს კვლევების ადგილზე ჩატარება. განმეორებით ჩატარდა ბიოფსია, რაც ნიშნავს კიდევ ერთ იარას ჩემს სახეზე. ასევე, გამოკვლეული იქნა ყველა ორგანო.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სტამბულში გავემგზავრე, არა დიაგნოზის გადასამოწმებლად, არამედ მკურნალობისთვის სწორი დანიშნულების მისაღებად.
ვბრუნდები საქართველოში. თვეზე მეტია მაქვს მძიმე ფსიქოლოგიური, დეპრესიული მდგომარეობა. სახე დაკარგული, გამოვეთიშე მეგობრებს, სამსახურს, ნაწილობრივ ოჯახის წევრებს, შესაბამისად, მხოლოდ სახე კი არა, თავი მაქვს დაკარგული. გააზრებული მაქვს, რომ აღნიშნული დაავადებით უნდა ვიცხოვრო. ყველაფერი იცვლება! ავეწყვე დიაგნოზს, როგორც მინიმუმ, შევეგუე, რომ მუდმივად უნდა ვიარო ქუდით, ხელთათმანებით და ა.შ.. ველი, კიდევ ერთხელ, დაავადების დასტურს, რომ სასწრაფოდ დამენიშნოს შესაბამისი მკურნალობა და აღარ შემეშინდეს თვალი გავუსწორო საკუთარ თავს სარკეში.
3 იანვარი – პასუხი ელ. ფოსტაზე. კლინიკამ “Acibadem” სრულად გამორიცხა წითელი მგლურა. კიდევ ერთი შოკი! აღმოვაჩინე, რომ თვე ნახევარი, სრულიად ფუჭად გავატარეთ ფსიქოლოგიურ წნეხში, როგორც მე, ასევე, ჩემმა ოჯახის წევრებმა და დავკარგე დრო, იმ სრულიად უმნიშვნელო დიაგნოზის მკურნალობისთვის, რომელიც აღმოჩნდა რეალურად.
მეგობრებო, მკურნალობა, ფაქტიურად დასრულებული მაქვს, სახე დავიბრუნე, თუმცა კლინიკა „კანი“- ს Kani Clinic • კლინიკა კანი არაკომპეტენტურობამ ფსიქოლოგიურად დაღი დამასვა, დამანგრია.
ბევრი მირჩევთ მივმართო სასამართლოს, რაც თავადაც მქონდა გადაწყვეტილი. კონსულტაცია გავიარე არაერთ იურისტთან, თუმცა, მივხვდი, რომ უნდა ჩავერთო რამოდენიმე წლიან მძიმე მარათონში, რისთვისაც არ ვარ მზად.
შემოვიფარგლები პოსტით, რათა ხმა მოგაწვდინოთ და დაგიცვათ აღნიშნული კლინიკისგან Kani Clinic • კლინიკა კანი.
P.S. ხომ არ იცით კარგი ფსიქოლოგი-ნევროლოგი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!“