პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი მაგდალინა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან მძიმე, სამწუხარო და სევდიანი ამბავია ჩვენი ახალგაზრდა და გამორჩეულად ღირსეული, ახალგაზრდა კოლეგის, გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიშა ქირიას გარდაცვალება. ძალიან უნდოდა სიცოცხლე, ძალიან უნდოდა, რომ მორჩენილიყო, ძალიან სჯეროდა და ძალიან მედგრად ებრძოდა ამ ვერაგ სენს, მასავით მეც მჯეროდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა. სამწუხაროდ დამარცხდა. საქართველოს პროკურატურის ყველა თანამშრომელს მადლობა მინდა გითხრათ მიშას დახმარების და მხარდაჭერისთვის, არასოდეს რომ არ იხევდით უკან მის დასახამარებალად. ათას მადლობას იხდიდა, როდესაც თანხას ვუგზავნიდით და კიდევ უფრო მეტი შემართებით და იმედით მიდიოდა ხოლმე დანიშნულ პროცედურებზე. ვუსამიძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი და ნათელში იყოს მისი ლამაზი სული”.
როგორც ცნობილია, იგი 3 წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.