„გელათის ჩამორეცხვაზე პირში წყალჩაგუბებულ ადამიანებს რა თავში სახლელად უნდათ რუსი “წმინდანი”?! – დავით ხვადაგიანი

„გელათის ჩამორეცხვაზე პირში წყალჩაგუბებულ ადამიანებს რა თავში სახლელად უნდათ რუსი "წმინდანი"?! - დავით ხვადაგიანიდავით ხვადაგიანი სოციალურ ქსელში წერს:

„გელათში ამ ბოლო დროს ვინც არ ყოფილხართ, როცა ქუთაისში მოხვდებით აუცილებლად ნახეთ თუ გინდათ ცხადად იგრძნოთ ამ ბნელი და ბოროტი დროის სუნთქვა …
როგორც კი შევედი მხოლოდ ერთი ასოციაცია გამიჩნდა, ცნობილი სცენა “მონანიების” ეპიზოდიდან, დანადგარებით და ხარაჩოებით გაჭედილი ტაძრის შიდა სივრცე …
ამის ჩამდენები, ვისი გულგრილობით, ქურდბაცაცობით და კორუფციული სქემებითაც ნადგურდება ჩვენი ყველაზე ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობა ისევ ტრიბუნებზე და ამბიონებზე არიან გამოჭიმული ხომ?
ისევ არ იკლებენ “ბერლინალეებს,” პარიზებს, ჩარტერულ რეისებს ხომ?..
სამაგიეროდ სტალინის “ხატის” ჩამორეცხვისთვის უნდა ჩააგდონ საკანში ადამიანი …
კი ნამდვილად სტალინისაა ის “ხატი” რადგან ზუსტად ისეა ზედ ასახული, როგორც საბჭოთა პროპაგანდა წარმოაჩენდა ყველაზე დიდი, დომინანტი… გაბღენძილი და ჯიბეებში ხელებჩათხრილი ჯიბგირი და გამარჯვებული ჯუღაშვილი „ლურსმნის ქურდი” რომ ეძახეს თბილისში 1921 წელს …
თუნდაც მატრონასი იყოს, გელათის ჩამორეცხვაზე პირში წყალჩაგუბებულ ადამიანებს რა თავში სახლელად უნდათ რუსი “წმინდანი”?!
მგონი ამაზე აღარავინ აღარ ფიქრობს ისე დაავადმყოფდა და გარუსდა ეს ქვეყანა …“