ლელა გიორგაძე – „ახლა მოვდივარ ყინწვისიდან… ტაძარში ჩამოსულია წყალი… მერამდენე ტაძრის ცოდვა უნდა აიკიდოთ?!”

ლელა გიორგაძე - „ახლა მოვდივარ ყინწვისიდან... ტაძარში ჩამოსულია წყალი... მერამდენე ტაძრის ცოდვა უნდა აიკიდოთ?!"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კოორდინატორი ლელა გიორგაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს  აქვეყნებს და წერს:
„ახლა მოვდივარ ყინწვისიდან. წვიმდა რომ ავედით.
ტაძარში ჩამოსულია წყალი არაერთ ადგილას. შესამჩნევად სველია ფრესკები, თან რა ფრესკები…
თითქმის სრულად ჩამორეცხილია ლაშა გიორგის გამოსახულება. თამარ მეფისა ოდნავ შესამჩნევია…
არ ვიცი, რა ემოცია ახლავს ამ სურათებს,
არ ვიცი, რა განცდაა უპასუხისმგებლობისა და უსუსურობის…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო,
მერამდენე ტაძრის ცოდვა უნდა აიკიდოთ?!?”