შალვა პაპუაშვილის შემდეგ ეკა ბესელიაზე იერიში „მოქალაქეების” ლიდერმა მიიტანა. ალეკო ელისაშვილი ირწმუნება, რომ ბესელია პატიმრების ბედით ვაჭრობდა და ფულს ამ გზით შოულობდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „სამართლიანობისთვის” ლიდერს უნამუსოს და შუბლის ძარღვ გაწყვეტილად მოიხსენიებს.
სალომე ზურაბიშვილი თუ შეწყალების კომისიას აღდგენს, იქნება არაჩვეულებრივი, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი იყო ამ კომისიის გაუქმება. თუ მის თავმჯდომარედ დანიშნავს ეკა ბესელიას, ეს იქნება კატასტროფა, ეს იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ფულს აკეთებდა, პატიმრების ბედით ვაჭრობდა და რა თქმა უნდა, ერთხელ რომ რაღაცას გემო გაუგებ, მერე სულ გინდა. თან იოლად იშოვება იქ ფული, ნამუსი თუ არ გაქვს და შუბლი ძარღვი თუ გაქვს გაწყვეტილი… ერთი სული აქვს და უტრიალებს ამ ყველაფერს და სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, რომ კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში თავის თავს ნუ გახვევს, ასეთ შარში ნუ გახვევს ქვეყანას და ნუ გახვევს პატიმრებს და მათი ოჯახის წევრებს, – ამბობს ელისაშვილი. „ქართული ოცნების” ახალი სამიზნე ეკა ბესელია გახდა. იერიშზე შალვა პაპუაშვილიი გადავიდა.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან საკუთარი ორგანიზაციის ფინანსურ გამჭირვალეობას ითხოვს.