თბილისში, ორხევის დასახლებაში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაშავდა კიდევ ორი პირი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.