ბექა ყორშია – „ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ  და  არცერთს არ ჰქონია დალხენილი ბავშვობა“

ბექა ყორშია - „ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ  და  არცერთს არ ჰქონია დალხენილი ბავშვობა“ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს:

„ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად – ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებენ და პელეებად, გარინჩებად, რონალდოებად იზრდებიან.
ეს არ ნიშავს, რომ ჩვენს ბავშვებსაც ქილების დალაგება უნდა უწევდეთ. არა, რა თქმა უნდა. მე მხოლოდ ფეხბურთის ამ ჯადოსნურ თვისებას ვუსვამ ხაზს – ის საზოგადოების ყველაზე ღარიბი ფენისთვისაც ხელმისაწვდომია.
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო – არცერთ მათგანს არ ჰქონია დალხენილი ბავშვობა. უმძიმესი წლები აქვთ გამოვლილი, მაგრამ შეძლეს ის, რაც შეძლეს, რადგან ფეხბურთი მდიდრებსა და ღარიბებს ერთმანეთისგან არ განარჩევს.
ამ ბიჭებმა თავისი თამაშით უამრავ ქართველ ბავშვს მისცეს უკეთესი მომავლის იმედი და ეს კიდევ ცალკე სამადლობელია!”