მეგი გოცირიძე – „ვერც მიშამ და ვერც ჩემმა მეორე პატიმარმა მეგობარმა სწორედ ვერ შეარჩიეს ტიპი, ვისაც გასაღებს ჩააბარებდნენ“

მეგი გოცირიძე - „ვერც მიშამ და ვერც ჩემმა მეორე პატიმარმა მეგობარმა სწორედ ვერ შეარჩიეს ტიპი, ვისაც გასაღებს ჩააბარებდნენ“მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

,,შარშან ვწერდი ერთ, ახლობელ ბიზნესმენზე, ვინც უსამართლოდ დაიჭირეს , ცოლ-შვილი უცხოეთში რომ ჰყავდა გახიზნული… დაკავებამდე ფულის ჩატანა რომ მოსთხოვეს ცოცხებმა, რაზეც უარი თქვა და ბინა ერთ მეგობარზე გადააფორმა, ციხიდან რომ ვეღარ დაუკავშირდა, მე დამირეკა და მთხოვა გამერკვია რა ხდებოდა და იცით რა გავარკვიე? ვისაც ბინა გადაუფორმა ფორმალურად და იმისათვის, რომ ცოცხებს არ წაერთმიათ, იმ მეგობარს პირწმინდად გაუძარცვავს….ეს ამბავი გამახსენა ენმ-ში მიმდინარე პროცესებმა, რაც მიშას წასვლიდან, მის ჩამოსვლამდე ხდებოდა…

პ.ს. ვერც მიშამ და ვერც ჩემმა მეორე პატიმარმა მეგობარმა სწორედ ვერ შეარჩიეს ტიპი, ვისაც გასაღებს ჩააბარებდნენ ისე, რომ არ გაეძარცვათ….”