„ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო“ – ანტონიო ბანდერასი ქართველ ქალს

„ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო“ - ანტონიო ბანდერასი ქართველ ქალსთამარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს:

„მოკლედ ასე იყო: ვარ მალაგაში და აეროპორტში წასვლამდე 8 საათით ადრე მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ქალაქში ბოდიალი  გავუარეთ ერთ-ერთი რესტორნის ეგრეთ წოდებულ ტერასას და ჩემი მეუღლე
მშვიდად მეუბნება:

ნახე ეს ის არ არის?

მე – ვინ კაცო?
მეუღლე – ის.

შევხედე და ვერ ვიცანი.

ბანდერასი კაცო, მეუბნება.

რას მომითმენდა გული, მივედი და ვეუბნები. გამარჯობა, არ ვარ ესპანელი, დღეს მივფრინავ და იმიტომ მივეცი თავს უფლება რომ გამოგელაპარაკეთ. (სადილობას აპირებდნენ) ქართველი ვარ და შეიძლება სურათი გადავიღო თქვენთან? გაიღიმა და მეუბნება: ოოოო ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო
დაუკითხავად მივუჯექი და ვუთხარი: ჩემო კარგო, თოფურიამ ისეთი რამ გაუკეთა ესპანეთს, აქეთ გეკუთვნის გადახდა რომ ქართველთან სურათს იღებ.

აააააა მართალი ხარო და ესეც სურათი“.