ვიკა ბუკია – „ღმერთო, კიდევ ბევრჯერ მათქმევინე ეს საოცარი სიტყვები: „საქართველომ გაიმარჯვა!”

ვიკა ბუკია - „ღმერთო, კიდევ ბევრჯერ მათქმევინე ეს საოცარი სიტყვები: „საქართველომ გაიმარჯვა!”ჟურანლისტი ვიკა ბუკია სოცქსელში წერს:

„არასდროს არ დამავიწყდება ეს ეთერი. პენალტებს ვერ ვხედავდი და სხვები მეუბნებოდნენ რა ხდებოდა. ღმერთო, როგორ შემეშინდა, ვაი, თუ ახლა მომიწევს მარცხის გამოცხადება მეთქი.. ვიცი რომ ლაპარაკის დროს ვბოდავ, მაგრამ ხალხნო, პირველად ვაშუქებდი ფეხბურთს, მართლა არაფერი გამეგება ამ ამბავში და თან რანაირ ფეხბურთს – ყველაზე ძვირფასი წუთები რომ გვაჩუქა ისეთს.
აქ ხომ ვიჯღავლე, მერე გარეთ გავედი და ქუჩაში ვნახე ხალხი, მანქანებს აჩერებდნენ და ერთმანეთს ეფერებოდნენ.
და შემეშინდა რომ კიდევ არ იქნება ასეთი დღეები.
გთხოვ, ღმერთო, კიდევ ბევრჯერ მათქმევინე ეს საოცარი სიტყვები: “საქართველომ გაიმარჯვა!”
ჩვენი ბიჭები, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეკარე, “ჩვენ ვართ საქართველო”.
მამა, ეს გამარჯვება შენიცაა. მთელი დღეა შენზე ვფიქრობ, ფეხბურთზე არანორმალურად შეყვარებულო, შენ ხარ საქართველო Lado Bukia “