ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვადევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და ამბობს, რომ მინისტრმა თანამდებობა პრემიერთან საუბრის შემდეგ დატოვა:

“საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს,” – ნათქვამია განცხადებაში.