ლადო სადღობელაშვილი: „ტელევიზიიდან გამოსულებს  ნაცზონდერები დაგვხვდნენ,  კალაძე კი „რეაქციაში“ სააკაშვილს აქებდა და ადიდებდა… სურათს დააკვირდით“

ლადო სადღობელაშვილი: „ტელევიზიიდან გამოსულებს  ნაცზონდერები დაგვხვდნენ,  კალაძე კი „რეაქციაში“ სააკაშვილს აქებდა და ადიდებდა... სურათს დააკვირდით“ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„არ დამავიწყდება, 2008 წლის იანვრის პირველი დღეები, საპრეზიდენტო არჩევნებია, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” მიგვიწვიეს ახალგაზრდები, დარბაზიდან ვახსენებდით საზოგადოებას ნაცების შავბნელ საქმეს, სტუდიაში მჯდომ ბობოლა ნაცებს პირში ვეუბნებოდით თუ რას წარმოადგენდნენ სინამდვილეში, ამას გამბედაობა უნდოდა იმ წლებში… ეს გადაცემის პირველ ბლოკში ხდებოდა, მეორეში სააკაშვილის საპრეზიდენტო მარათონის დასასრულის პრეზენტაცია იყო, აი სწორედ იმ გადაცემაზე მაქვს საუბარი კალაძე რომ აპრავებდა 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის და ნაცმოძის მხეცობას. იქიდან გამოსულებს ქუჩაში კირკიტაძე და 50-მდე ბეისბოლის ბიტებით „აღჭურვილი” ზონდერები დაგვხვდნენ, არ გველოდა კარგი ღამე მაგრამ ღმერთის წყალობით გადავრჩით მე და კაკიმ ტელევიზიიდან ოქროს უბნამდე ვირბინეთ Kaki Daraselia ოღონდ იმათ ხელში არ ჩავარდნილიყავით, ეს დღე ჯაბას Jaba Jishkariani და გოგიჩასაც Levan Gogichaishvili ემახსოვრება ისინიც იქ იყვნენ… და მაშინ როდესაც კირკიტაძეს ნაცზონდერები ჩვენს დასჯას ცდილობდნენ კახა კალაძე სააკაშვილს ყველას დასანახავად და გასაგონად აქებდა, ადიდებდა, უთავმოყვარეოდ აპრავებდა და რაც მთავარია მის პრეზიდენტობას გულშემატკივრობდა! ვიმეორებ ეს ხდება 7 ნოემბრის შემდეგ, ეს ხდება იმედის დარბევის შემდეგ, ეს ხდება ასობით ახალგაზრდის ქუჩაში ჩაცხრილვის შემდეგ… და ეს ყველაფერი რატომ იცით? არსენალის მთა მიჰყიდა სააკაშვილმა კაპიკებში! კალაძე ჯერ კიდევ მაშინ იყო მშენებლობით დაინტერესებული, თუმცა რამოდენიმე წელში კალას და ნაცებს აერიათ, ის მთაც დააბრუნებინეს და ჩვენი ნაცებზე განაწყენებული “ავტოგოლშიკი” ბიძინასთან ერთად მოგვევლინა როგორც დიდი პატრიოტი და გულმხურვალე ანტინაცი!
– ეს ამბავი იმიტომ მოვყევი რომ უბრალოდ ამაზრზენია და ყოვლად მიუღებელი დღეს ბნ კალაძე სხვის ნაცობაზე რომ გვესაუბრება და იქვე მერიაში, გამგეობებში და საკრებულოში ერთ დროს სააკაშვილის მადიდებელი და ბიძინას მაგინებლები რომ ყავს დასაქმებული თანჩ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე!
Ps ფოტოზე დააკვირდით რა ხალხშია წარმოდგენილი ჩვენი მერი!“