„ჰელსინკის კომისიამ“ მოსმენა გამართა ვადაგასული პოლიტიკოსის, შალვა ნათელაშვილის წერილის საფუძველზე. მოუსმინა ვადაგასულ ელჩს, ნატალია საბანაძეს – ასე ეხმაურება ნინო წილოსანი კონგრეში გუშინ გამართულ ისტორიულ მოსმენას.
„ოცნების” დეპუტატის განცხადებით, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე გაკეთებული განცხადებები ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა
„ჰელსინკის კომისიამ“ მოსმენა გამართა ვადაგასული პოლიტიკოსის, შალვა ნათელაშვილის წერილის საფუძველზე. მოუსმინა ვადაგასულ ელჩს, ნატალია საბანაძეს, ხოლო თავის მხრივ ერთ-ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა დაგვიანონსა რევოლუცია, მეორემ კი გვითხრა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. ფაქტობრივად, ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა და ასევე, არის მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დააჯერონ ამ ალტერნატიულ რეალობაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი თვალნათელია. სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს ყოველი მოქალაქის შეგრძნება და ცოდნა ამ ადამიანის მოქმედებებთან და დიქტატურასთან დაკავშირებით გამყარებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ქართული სასამართლოს დასკვნებით და იმ ბრალით, რომელიც ამ ადამიანს დადასტურებული აქვს. მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყველა კარგად ადევნებს თვალს, რამდენად მაღალი სტანდარტების სერვისს იღებს პენიტენციურ სისტემაში“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მსჯელობაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, მონაწილეობა ფონდ „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ და საქართველოს ყოფილმა ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძემ მიიღეს.
კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს (“საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა”) გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.
რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.