სასტიკად ნაცემი სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული, მას ტვინის შერყევა აღენიშნება. ექიმები ამ წუთებში ადგენენ, აქვს თუ არა სასტიკად ნაცემ აქტივისტს მოტეხილობები.
პარალელურად, როგორც „პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ანგარიშსწორებას გულისხმობს.
გომელაურის უწყებას საქმეზე დაკავებული არ ჰყავს. პოლიცია არ მისულა ზუკა ბერძენიშვილის მეზობელთან, რომლის კამერამაც სავარაუდოდ თავდასხმა გადაიღო.
პოლიციამ იცის იმ ავტომობილის მარკა და სანომრე ნიშანიც, სადაც ე.წ. ზონდერები ისხდნენ და ზუკა ბერძენიშვილის სახლიდან გამოსვლას ელოდებოდნენ.