კობახიძე ფაქტს, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ჰამასის ლიდერის გვერდით იდგა, „სამარცხვინო სპეკულაციას” უწოდებს

კობახიძე ფაქტს, რომ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ჰამასის ლიდერის გვერდით იდგა, „სამარცხვინო სპეკულაციას" უწოდებსსაქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ფაქტს, რომ ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე , ჰამასის ლიდერის გვერდით იდგა, „სამარცხვინო სპეკულაციას” უწოდებს.

მისივე მტკიცებით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით “„თემის აწევა” ნინო ლომჯარიას „დაავალეს”.

„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი რა გიპასუხოთ [“ჰამასის”, ჰეზბოლასა და თალიბანის ლიდერების იქ ყოფნაზე]. რაც შეეხება თვითონ ამ თემას, მე როგორც მითხრეს პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის აწევა, თუმცა მაინც და მაინც დიდი წარმატება ამისთვის არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან მაგალითად სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ რომ სომეხ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც დაავალეს ქართველ ლომჯარიას. ეს არის სამარცხვინო სპეკულაციები. რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, რატომ არ გამოვიდა სომხური „მთავარი არხი” და რატომ არ დაგმო ფაშინიანის ვიზიტი. რატომ არ გამოვიდა სომხური „TV პირველი” და სომხური „ფორმულა” და რატომ არ დაგმო ფაშინიანის ვიზიტი,” – განაცხადა კობახიძემ.