ტარიელ სუარი –  „როდესაც იას დავშორდი, ვიფიქრე მეშველა…”

ტარიელ სუარი -  „როდესაც იას დავშორდი, ვიფიქრე მეშველა…” ია ფარულავას ყოფილი ქმარი, ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში წერს:

,,როდესაც იას დავშორდი, ვიფიქრე მეშველა, დავაღწიე თავი გემრიელ კერძებს და აწი შემიძლია წონაშიც დავიკლო, მაგრამ ვინ ოხერი? სასტუმროში, სადაც საცხოვრებლად, სავარაუდოდ, სიცოცხლის ბოლომდე გადმოვედი, 2 ისეთი საოცარი მზარეული დამხვდა, როგორსაც ვერცერთი ქვეყნის ვერცერთი მაღალი კლასის რესტორანი ვერ ინატრებს. ასე, რომ ისევ და ისევ ვსუქდები და ვსუქდები, მეგობრებო, და შესაბამისად, ვეძებ ვინმეს ვინც მაშიმშილებს. შენ დაგეძებ დილა თუ ბინდიაა, მსუქანი ვარ, ტვინში გოჭი მინთია.”