„52 წლის აბიტურიენტ მამას გამოცდაზე ველოდებოდი“ – პატიმარი სოსო გოგაშვილი სტუდენტი გახდა

„52 წლის აბიტურიენტ მამას  გამოცდაზე ველოდებოდი“ - პატიმარი სოსო გოგაშვილი სტუდენტი გახდასოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ღმერთო, ძალიან ბედნიერი ვარ!
მამაჩემი, პოლიტპატიმარი იოსებ გოგაშვილი კიდევ ერთხელ გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი!
100% გრანტი !
სამართალი !
ქართული 60-დან 56
ისტორია 60-დან 58
ინგლისური 70-დან 62
მამა პედაგოგის დახმარების გარეშე, ჩვენს მიერ გაგზავნილი საგამოცდო წიგნების საშუალებით მეცადინეობდა საკანში. დაისახა მიზანი, იშრომა და მიაღწია მიზანს!
2024 წლის 16 ივლისს, ,,ჯენზის” მშობლებთან ერთად ველოდებოდი სკოლის გარეთ 52 წლის აბიტურიენტ მამას ბოლო გამოცდაზე, რომელსაც 4 შვილიშვილი ჰყავს და 3 შვილი. სკოლის ეზოს გისოსებიდან დავინახე და კიდევ ერთხელ ვუთხარი ხმამაღლა, რომ ძალიან მიყვარს, ემოციებმა მეტის თქმის საშუალება არ მომცა.
მამა სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო, შემდეგ ეკონომისტი მაგისტრის ხარისხით, შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი , ვიცე-პოლკოვნიკი და ახლა კიდევ ახლის შესწავლის ეტაპზეა. რაცარუნდა უსამართლო რეალობაში აღმოჩნდე და ,,ადამიანებმა” სცადონ შენი და შენი ოჯახის განადგურება, ყოველთვის უნდა იპოვო ძალა, არ გაჩერდე და არასდროს დაკარგო ღმერთის იმედი. ჩვენ ვცდილობთ ეს ძალა ერთად ვიპოვოთ.
მამა თავისი ცხოვრებით ჩვენ ყოველთვის მაგალითს გვაძლევდა, რომ ადამიანმა არასდროს არ უნდა შეწყვიტოს სწავლა, განვითარება და არასდროს დაკარგოს ღმერთის რწმენა და გჯეროდეს, რომ ის სულ შენთანაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანები გწირავენ.
მა, მადლობა, რომ უდიდესი უსამართლობის მიუხედავად, პოულობ ძალას, რომ მაქედანაც კი, შენს დიდ ოჯახს, პატიმრებსა და სხვა ადამიანებს ღირსეულად მისცე მაგალითი თუ როგორ შეიძლება იყო ძლიერი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში. შენ კიდევ ერთხელ გვითხარი, რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი მამა და შენნაირი ადამიანების ადგილი ციხეში არაა! მიყვარხარ და მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი ადამიანის შვილი ვარ! ძალიან გვჭირდები, გვენატრები და ღმერთს მთელი გულით ვთხოვ, მალე ისევ ერთად ვიყოთ ძალიან ბედნიერები
თან ვტირი, თან სიხარულისგან ვიღიმი და ძალიან მადლიერი ვარ
I’ve the coolest Dad ever !
თავისუფლება პოლიტპატიმარ იოსებ გოგაშვილს !
773-ე უსამართლოდ წართმეული დღე“