დიდი ზეიმი ქვეყანაში – საქართველომ მოიგო – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.
პირველი გოლი 32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით გაიტანა. მატჩის 52-ე წუთზე მეორე გოლი ჩეხეთის კარში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. 63-ე წუთზე საქართველო გიორგი მიქაუტაძის გოლით დაწინაურდა.
65 წუთზე გატანილი გოლის ავტორი კი გიორგი ქოჩორაშვილია.
ისტორიული მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
გულშემატკივრებს, რომლებსაც ბილეთი ვერ შეხვდა, შესაძლებლობა ჰქონდათ, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე ენახა თამაში.
რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს გასვლაზე ალბანეთთან ჩაატარებს.