მარნეულში ნაპოვნი დასახიჩრებული ცხედარი 4 დღის წინ დაკარგულ 55 წლამდე კაცს ეკუთვნის

მარნეულში ნაპოვნი დასახიჩრებული ცხედარი 4 დღის წინ დაკარგულ 55 წლამდე კაცს ეკუთვნისდასახიჩრებული ცხედარი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აზიზაქენდში იპოვეს, იდენტიფიცირებულია. ის მეზობელი სოფლიდან, გაჯისქენდიდან 4 დღის წინ დაკარგულ 55 წლამდე კაცს ეკუთვნის.

კაცის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის 4 დღის წინ გავიდა სახლიდან, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. მეზობლები ამბობენ იმასაც, რომ კაცი სახლიდან სხვა პირებმა გაიყვანეს.

55 წლის კაცის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება მოკლული იყოს, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ.

არსებული ინფორმაციით, ნაპოვნ ცხედარს ხელები მოკვეთილი ჰქონდა. რა გახდა ცხედრის დასახიჩრების მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ცხედარი უკვე გადაყვანილია ექსპერტიზაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.