ირაკლი კობახიძემ მთავრობა შეცვალა – ვინ არის სამი ახალი მინისტრი

ირაკლი კობახიძემ მთავრობა შეცვალა - ვინ არის სამი ახალი მინისტრიახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უმრავლესობის დეპუტატის, მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურას წარადგენს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პოსტს, ამ თანამდებობაზე მინისტრთა ახალ კაბინეტში, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის კანდიდატურა დაასახელა.