თოფურიას, დედა, ინგა ბენდელიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენ არავინ გვემეგობრება და გვეძმობა სამეზობლოში გულით. იცით რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მაღალი ინტელექტის, ყველაზე ვაჟკაცური ისტორიის, ყველაზე დაუჩოქებელი ერის იმიჯი გვაქვს და ეს უკვე სერიოზული არგუმენტია ჩვენ მტერს უფრო ყვარობდნენ ვიდრე ჩვენ !!!
ასე იცის შურმა და ბოღმამ. არასრულფასოვნების კომპლექსს ვიწვევთ მათში. არადა მთელი ბრძოლა ვგულშემატკივრობდი, როგორც კარგ სპორტსმენს და ყველაფერი გააფუჭა მისმა ისტორიის მასწავლებელმა.”
ჩემპიონის დედა შარა მაგომედოვის სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც დაღესტნელმა თქვა:
„რატომღაც ქართველებს რუსები არ უყვართ, არადა მათ ჩვენგან რუსეთი იცავდა, როცა თავს ვესხმოდით, ეტყობა ქართველები გეოგრაფიის და ისტორიის გაკვეთილს აცდენდნენ, რუსეთი რომ არა დღეს საქართველო დაღესტანის ნაწილი იქნებოდა.”