სანდრო ელოშვილი – „ღრმად ჩაისუნთქეთ ისეთი ამბავი უნდა გითხრათ…“

სანდრო ელოშვილი - „ღრმად ჩაისუნთქეთ ისეთი ამბავი უნდა გითხრათ…“სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ღრმად ჩაისუნთქეთ, ისეთი ამბავი უნდა გითხრათ…

ჩვენი პატარა მეგობრები ხომ გახსოვთ, მზის გოგონები, ნიაკო და თათული…

მთელი ქვეყანა რომ გავერთიანდით და მარტო ჩემთან 60 000 ლარზე მეტი რომ შეგროვდა…

ხოდა ეს 60 000 ალბათ როგორც მინიმუმ ერთი 5-6 ათასი ტრანზაქცია მაინც იყო და დანიშნულებებში, სადაც ორ სიტყვაზე მეტს ვერ დაატევ, ისეთ რამეებს ვკითხულობდი, ლოცვას უფრო ჰგავდა, ვიდრე საბანკო აღწერილობას.
ჰოდა, მოკლედ უმცროს დაზე, თათულიზე ვიცოდი, მაგრამ არ ვწერდი, ნიაკოს ველოდებოდით…

ხოდა ახლა დადასტურებულად გეუბნებით…

იმ საშინელი დღიდან ერთი თვის შემდეგ, ორივე დამ გაიღვიძა და შეძლეს კომიდან გამოსვლა!

წინ გრძელი და რთული რეაბილიტაციის პროცესია, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ… სინათლემ, სიკეთემ, სიცოცხლემ გაიმარჯვა!“