დიდი ცვლილებები “ნაციონალურ მოძრაობაში” – “პირველებმა” იმ საკადრო ცვლილებების შესახებ შეიტყო, რომლებიც პარტიაში იგეგმება. არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ნიკა მელიას ნაცვლად კობა ნაყოფია უხელმძღანელობს. მელია მხოლოდ პარტიის თავმდჯომარედ რჩება. აწინაურებენ პეტრე ცისკარიშვილსაც. ის პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტს ჩაიბარებს. ენმ- ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის, თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი შიდა პარტიულ გაძლიერებას შეეხება, თუმცა საკადრო ცვლილებების შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულებამდე […]
კატეგორია: აქტუალური
პაატა ზაქარეიშვილი – “ნაციონალურ მოძრაობას სააკაშვილის შარდის ანალიზის გარდა არაფერი აინტერესებს”
“ახალი თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” სათავეში მინიმუმ 2024 წლამდე იქნება: – ის ამაში დარწმუნებულია და ოპოზიციაც ამის გარანტიას იძლევა, იმიტომ, რომ, სააკაშვილის შარდის ანალიზის გარდა, მას არაფერი აინტერესებს. სამეგრელომ აჩვენა, რა ადვილი ყოფილა “ქართული ოცნების” დამარცხება, თუ არსებობს მოტივაცია. მოტივაცია ვერ შეუქმნა ოპოზიციამ ხალხს. სამარცხვინოზე სამარცხვინოა, როდესაც გამოდიან და ლაპარაკობენ, […]
“ვახ, შენ რა კაცი ხარ, გირჩევნია, პეპლებზე და კაქტუსებზე წერდე!” – ნიკა მელია გიორგი არველაძის წინააღმდეგ
ნიკა მელია ფეისბუქში ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის, პოსტს გამოეხმაურა. „თურმე ყაზახეთის მთავრობა გადადგომას არც განიხილავდა, არხეინად ყოფილან. მაგრამ აჯანყებულთა ლიდერს ჯიქურ შეუთვლია, თუ არ გადადგებით, საკუთარ ოფისში მასობრივ შიმშილობას დავიწყებთო. ეს რომ გაუგიათ, დაპანიკებულან მთავრობაში. დაფერთხილან თურმე ეგრევე კაბინეტებიდან, ვინ სად გარბოდა და ვინ სადო. განცხადებების წერას ერთმანეთს ვერ ასწრებდნენო და შიშით ხელები უცახცახებდათო“, – […]
დავით ზალკალიანს ვიქტორ დოლიძე შეცვლის?
“ქართული ოცნება” დიდი საკადრო გადაადგილებისთვის ემზადება. დასავლეთისა და სტატეგიული პარტნიორების შტურმის შემდეგ ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებში ელჩებს მასობრივად ცვლის, ცვლიან საგარეო საქმეთა მინისტრსაც. “ტვ პირველის” ინფორმაციით, დავით ზალკალიანს “ოცნებიდან” ერთხელ უკვე წასული და შემდეგ დაბრუნებული ვიქტორ დოლიძე ჩაანაცვლებს. აღნიშნულ ვერსიას მისი ძმის გადაწყვეტილებაც ამყარებს. ლევან დოლიძემ, რომელიც თბილისის საკრებულოში გახარიას პარტიული სიით შევიდა, მანდატი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დატოვა. ,,პირველების” […]
ირაკლი კობახიძე – “სააკაშვილზე პარლამენტში კომისიის შექმნას შეიძლება მხარი დავუჭიროთ”
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კომისიის შექმნა შესაძლოა, კარგიც იყოს, რადგან ის დაადგენს, რომ სააკაშვილის მიმართ „არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“. „შეიძლება პირადად მე ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ ვყოფილიყავი. როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი […]
მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი – რას ითხოვს ექსპრეზიდენტი 6 იანვრამდე
პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე მოთხოვნას აყენებს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კვლავ აანონსებს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. სააკაშვილი ითხოვს აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი „ემპათია“, კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას პირობების შესრულების ვადას 6 იანვრამდე აძლევს.
“ივანიშვილი კობახიძესაც თამაშგარეთ დატოვებს” – გედი ფოფხაძე
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პროცესებს საქართველოში ისევ ივანიშვილი მართავს. – კობახიძე ისეთივე ნომინალურია, ისეთივე მარიონეტია, როგორც ნებისმიერი სხვა “ქართულ ოცნებაში”. თუ კობახიძეც რაიმე ისეთს გააკეთებს, რაც ივანიშვილს არ მოეწონება, თამაშგარეთ დარჩება. – თქვენ რას უკავშირებთ პარლამენტის თავმჯდომარეების ასე ხშირ ცვლილებას? თუ ივანიშვილის ერთგულებაზეა საუბარი, ყველა ერთგული იყო. – […]
ნინო ბურჯანაძე – “სალომე ზურაბიშვილს შეუძლია “ოცნების” სერიოზული თავის ტკივილი გახდეს”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ ახლა გაჩუმება წარმოუდგენელია. – მას აქვს გარკვეული ბერკეტები და იმედი მინდა ვიქონიო, რომ ის ამ ბერკეტებსა და მექანიზმებს გამოიყენებს. – ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას ვეტო თუ დაადო, ამ ვეტოს დაძლევენ. ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი თუ უფრო მეტი? […]
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი შალვა პაპუაშვილი 88 ხმით აირჩიეს. მისი არჩევის წინააღმდეგ პარლამენტის ერთმა წევრმა მისცა ხმა. კენჭისყრამდე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ამის შემდეგ იყო პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლები. შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარეა.
მარგველაშვილი გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა
სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. ის რამდენიმე წუთში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. გიორგი მარგველაშვილს შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, აღნიშნა მხოლოდ ის, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით, 3 საათითაა განსაზღვრული. ორი პრეზიდენტის საუბრის თემა სავარაუდოდ, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკური მოვლენებს შეეხება. მარგველაშვილი ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში […]










