პარლამენტმა შესაძლოა, კანონპროექტები ელექტრონულად განიხილოს და ელექტრონული კენჭისყრით დაამტკიცოს. ამ ინიციატივის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. თააკვაძემ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს, ასევე იურიდიულ დეპარტამენტს დაავალა, იმსჯელოს ინიციატივის გარშემო როგორც ტექნიკურ, ასევე სამართლებრივ გარემოებებზე. „ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი და ჩვენ ვმუშაობდით ახალ რეგლამენტზე, მაშინ კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე დავაყენე წინადადება, რომ განგვეხილა ახალ რეგლამენტში […]
კატეგორია: აქტუალური
გიგი უგულავა – “ჩემი პატიმრობა ჩემი არჩევანია, ჩემი გათავისუფლება პროპორციულ არჩევნებს არ დაუკავშიროთ”
არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება, – აცხადებს პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. გიგი უგულავას თქმით, ის ივანიშვილთან „კატა-თაგვობანას“ თამაშს არ აპირებს. „მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ – მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა […]
”კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ქაღალდის ფულია” – ამირან გამყრელიძის განმარტება
ერთ-ერთი წყარო გავრცელებისა გახლავთ ფული, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები ელექტრონული იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის რეკომენდაციით, სასურველია ნაღდი ფულის მოხმარების შემდეგ აუცილებლად დავიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო საშუალებებით. „დღეს მინდა, მოვუწოდო ბანკებს და განსაკუთრებით იმ ბანკებს, ვინც არიგებენ ნაღდი ფულით პენსიებს. ზოგადად მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, ამ […]
გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნება” უკან იხევს, არ გაუვიდა მსოფლიო თაღლითობა”
პარტია “ახალი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ვერ დათანხმდება საარჩევნო სისტემას 110/40-ზე, რადგან, მისი თქმით, ისინი ვერ მოატყუებენ საზოგადოებას, რომ ეს პროპორციული არჩევნებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ვაშაძის თქმით, მათთვის “სკამებზე და თითო ადგილზე ვაჭრობას აზრი არ აქვს და დემოკრატიული პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს”. “მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი მხრიდან, რომ “ქართული […]
ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ, დღეს ბორჯომში დააკავეს. რა მოხდა ბორჯომის თვითმმართველობაში და რა გახდა დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ საქმე ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება. ამ წუთებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში ფინანსთა სამინისტროს ანტიკორუფცუიული სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და სავარაუდოდ დოკუმენტაციას ამოწმებენ. დეტალებს ტელეკომპანია “ბორჯომი” აზუსტებს ბორჯომი ტვ.
“მერაბიშვილი სააკაშვილს და მის გუნდს დაუპირისპირდება”
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” ლიდერი, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, რა მდგომარეობაა სოციალური სამართლიანობის კუთხით საქართველოში? – საქართველოში სოციალური სამართლიანობის კუთხით ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაა. თუ დღეს არსებულ მდგომარეობას 90-იან წლებს შევადარებთ, იმ დროს უმძიმესი სიტუაცია იყო. დღეს მძიმე სიტუაციაა. თუ არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისთვის სახელისუფლებო […]
ბიძინა გუჯაბიძე – ”გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმრები არ არიან”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა პოლიტიკურ პროცესებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძეს. – თუ საარჩევნოდ არაფერი შეიცვალა, ოპოზიციური ერთობა აპირებს ერთმანეთთან შეაჯეროს მაჟორიტარების კანდიდატები. პირველი შეთანხმება ამ საკითხზე უკვე მოხდა. მომავალში შეჯერებულ გვარებსაც დაასახელებენ. ხომ შეუძლია, ოპოზიციას მთელ რიგ ოლქებში მოუგოს ხელისუფლებას? – ოპოზიციას საამისოდ ძალიან მცირე შანსი აქვს. ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება იმის თქმა, […]
თეა წულუკიანი – „ვანო მერაბიშვილი ნაციონალებმა ტყუილში აცხოვრეს“
“საქართველოს შს ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილს მისივე პარტიის წევრები და მეგობრები ატყუებდნენ, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია და 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებენ უცხოელებს. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერც ერთი უცხოელი ვერ გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ვინ როდის უნდა გათავისუფლდეს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს. „რაკი იგი […]
გომელაური – ”არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის. ვართ უახლოესი მეგობრები, არა მარტო ახლა“
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აკეთებს განცხადებს, იმის შესახებ რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არსებობს და თავადაც ეთანხმება პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს. ამასთანავე როგორც მან განაცხადა, მისი მხირდან არ ყოფილა განცხადება რომ იზორიას ძმის, კიტა იზორიას საქციელი სწორი იყო. „რა თქმა უნდა, არანაირი […]
ვანო მერაბიშვილი – “6 წელი და 9 თვე სამარტოო კამერაში ვიჯექი და კომპრომისზე არ წავსულვარ, ეს ხელისუფლება 1 წელში დასრულდება”
მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა. მან ახლობლებს და მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ზუსტად 6 წელიწადი და9 თვე ვიმყოფებოდი საპატიმროში სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი თავის მიმართ“, […]










