საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება. საგანგებო მდგიომარეობის გამოცხადების თხოვნით, ქვეყნის უმაღლეს სარდალს საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ მიმართა. „გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კატეგორია: აქტუალური
პრემიერი: მივმართავ პრეზიდენტს ერთი თვით შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა
კორონავირუსი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. საქართველოში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. საქართველოს პრემიერმა პრეზიდენტს თხოვნით უკვე მიმართა. “საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის დამარცხებაში კარგ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს – კვლევის შედეგი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ადამიანის ემოცია ასრულებს. როგორც ლევან რატიანმა განმარტა, ჩატარებული ცდის შედეგის მიხედვით, პაციენტებს, რომელთაც კარგი განწყობა და ბრძოლის უნარი აქვთ, ვირუსი 12-15 დღეში დაამარცეხეს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციას. დასნეულებულ პაციენტებს ჩაუტარეს ასეთი ცდა, დაჰყვეს ორ ჯგუფად: დეპრესით მიმდინარე კორონავირუსით ინფიცირებული და არადეპრესიით მიმდინარე კორონავირუსით […]
რამაზ საყვარელიძე – “ოცნების” სერიოზულ კონკურენტს ვერ ვხედავ”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას და ერთიანი კანდიდატებით გასვლას მაჟორიტარულ ოლქებში? – ძალიან რთული საკითხია, რადგან არჩევნებში ყველა ერთმანეთის კონკურენტია. იმის თქმა, რომ ჩვენ მხოლოდ “ქართული ოცნების” კონკურენტი ვიქნებით, რთულად განსახორციელებელი მგონია. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ შეიძლება, […]
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს – 1 კვირა ის თვითიზოლაციაში იქნება
კორონავირუსით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტი, ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. შეგახსენებთ, რომ 55 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა და რომელიც პირველია, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსი დაუდასტურდა და სრულად გამოჯანმრთელდა, ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივე შემთხვევაში ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, ის კორონავირუსის მატარებელი აღარაა. […]
გიორგი ვაშაძე – “ოქრუაშვილს და რურუას გამოუშვებენ, უგულავას პრეზიდენტი შეიწყალებს”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობს. – ბატონო გიორგი, როგორც იქნა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. ძირითადათ რა საკითხებზე შეთანხმდით? პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ისევ გაურკვეველი განცხადებები ისმის. – მართლა ვულოცავ ყველას. ჩვენმა საერთო ძალისხმევამ და სწორმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო. თუ გავიხსენებთ ნოემბრის და დეკემბრის […]
თორნიკე შარაშენიძე – “ოცნება პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს – ბატონო თორნიკე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, თუმცა სხვადასხვა შეფასება მოვისმინეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გვარები არ გაჟღერებულა, გიორგი ვაშაძემ იცრუაო. რამდენად უშვებთ, რომ ისევ მოხდეს გადაგდება “ოცნების” მხრიდან? – პოლიტპატიმრებზე, დიდი შანსია, რომ […]
“აპრილში კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად იყოს” – ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის განცხადება
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, აპრილში შეიძლება უკვე მზად იყოს ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“. ჩინეთის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელთა განცხადებით, ქვეყანა სრული ძალებით არის გადართული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. ვირუსით მსოფლიოში უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3000-ზე მეტი კი გარდაცვლილი. მსგავსი: ცხრა კომპანია, რომელიც ახალი კორონავირუსის ვაქცინებსა და პრეპარატებზე მუშაობს „ჩვენი შეფასებით, იმედი […]
120/30-ზე, 1%-იანი ბარიერი და 40%-იანი ჩამკეტი – ”ოცნება” და ოპოზიცია შეთანხმდნენ
საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი თქმით, ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, 1 პროცენტიან ბარიერზე, 40 % -იან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე, ე.წ. ჩამკეტზე შეთანხმდნენ. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი მოეწერა. შეთანხმება ითვალისწინებს, […]
ხატია დეკანოიძე – „თუ „ოცნება“ კომპრომისზე არ წამოვა, აშშ სანქციებს დაუწესებს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა როგორც მოსალოდნელი იყო, ”ქართული ოცნების” მისამართით დასავლეთის კრიტიკა ძლიერდება. ჯერ ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველო-ამერიკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა გააფრთხილა და თქვა, რომ თუ კომპრომისზე არ წავლენ ოპოზიციასთან, მაშინ აშშ ბევრისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს, შემდეგ კი ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაა გაკრიტიკებული. ამ განცხადებებს მოჰყვა პოლიტიკური მოტივაციით დაჭერილი გიგი უგულავასა და […]










