“შაბათის ეთერის” მორიგი ხმაურიანი რეპორტაჟი – “ტვ პირველის” ჟურნალისტ-გამომძიებელთა ჯგუფის მიერ მოპოვებულია ოფიციალური დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ მომღერალ გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” სიძეს დაჭერას უპირებდნენ, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც “უცნობი” ისევ ბიძინა ივანიშვილის მაქებართა რიგებს შეუერთდა. უფრო კონკრეტულად, მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ “უცნობის სიძე” […]
კატეგორია: აქტუალური
კალაძე – “სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს”
კახა კალაძე ამბობს, რომ სააკაშვილს ყველანაირი მკურნალობა უტარდება და მისი ქვეყნიდან გასვლა აუცილებელი არ არის. თბილისის მერის განცხადებით, სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს სასჯელის მოხდა. ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობა არის შესაძლებელი, ამიტომ, თუ რაიმე დამატებით აუცილებელი იქნება, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ , არამარტო სააკაშვილი, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული. სააკაშვილი […]
გიორგი მშვენიერაძე – “ეროვნული თანხმობის მთავრობაში მოქმედი პოლიტიკოსები არ იქნებიან”
მოძრაობის „შინ ევროპისაკენ“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მშვენიერაძე, ამბობს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობაში მოქმედი პოლიტიკოსები არ იქნებიან და პირების ვინაობას სპეციალურად არ ასახელებს. მშენიერაძე ,,ტვ პირველთან” საუბარში იმასაც აცხადებს, რომ თუ მთავრობა არ გადადგება, 3 ივლისს მათ მკაცრი პასუხი გაეცემათ. პირები, რომლებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ეროვნული თანხმობის მთავრობაში, არ უნდა იყვნენ არც მოქმედი პოლიტიკოსები და არ ვიქნებით […]
თეა წულუკიანმა კახა კალაძეს ომი გამოუცხადა
დიდი დაპირისპირება თეა წულუკიანსა და კახა კალაძეს შორის – “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა უკიდურესად იჩხუბეს, მიზეზი – გავლენებისთვის ბრძოლაა. წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა კულტურის მემკვიდრეობის საბჭოდან, რომელიც ძველ თბილისში მშენებლობის ნებართვებს გასცემს, წევრები დემარშით გამოიყვანა. სპეციალისტები მინისტრის დემონსტრაციული სვლის უკან, თეა წულუკიანის ინტერესს ხედავენ – კულტურის მინისტრი ცდილობს, დედაქალაქის მერი მარტო ვეღარ წყვეტდეს, რა და სად უნდა აშენდეს ძველ უბანში. ჩვენთვის […]
ტვ პირველის ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს დოლიძეზე თავს დაესხნენ
“ფორმულას” ჟურნალისტის, თიკო ერაძის ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ “ტვ პირველის” ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორს: “ამ წამს, დოლიძეზე, ნარკომანი, დამპალი სირების ბრბო თავს დაესხა, ჩემ თვალ წინ, Nanuka Kajaia-ს და მის ოპერატორს, გინებით, ხელების ქნევით, ჯაჯგურით, შემთხვევით შევესწარი. საერთოდ სხვა რესპოდენტის ჩასაწერად მოსულებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ტვ პირველის მიკროფონი ეჭირა ხელში. მამუკა მდინარაძე […]
ნიკა გვარამია – “ივანიშვილი მარცხის სინონიმია”
შესაძლებლობის ფანჯარა რომ იღება და ამ შესაძლებლობის ფანჯარაში, თუ კარში ვერ გადიხარ, ეს არის მარცხი – ახლა სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმის დროა და ეს სტრატეგია უნდა იყოს სწორხაზოვნობა, შეუპოვრობა და გნებავთ – სიხისტე,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს. როგორც გვარამია აცხადებს, ის, რომ ევროკომისიამ საქართველოს დრო დაუტოვა კარგია, მაგრამ […]
რა უნდა მოგვარდეს საქართველოში – ევროკომისიის დასკვნა
ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მაშინვე, როგორც კი გარკვეული პრიორიტეტები მოგვარდება. „მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით; უზრუნველყოფილ იქნას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირება, გაძლიერდეს მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საარჩევნო ჩარჩო, მოგვარდეს ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის […]
საქართველოს ბანკისა და მისი პარტნიორის „ნაბეღლავის“ მხარდაჭერით სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო
საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იდეათეკების პროექტის განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და მისი პარტნიორი კომპანიის „ნაბეღლავის“, ასევე, „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა გაიხსნა. ამიერიდან მოსწავლეები შეძლებენ ისარგებლონ იდეათეკაში განთავსებული, ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის საჭირო 900-მდე დასახელების წიგნით, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შერჩეული თანამედროვე ლიტერატურით, ინტერნეტით, პროექტორით, კომპიუტერებით და ა.შ. […]
ლომჯარია ღარიბაშვილზე – “ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს”
„ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა“, – ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შეეხება. ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული […]
სალომე ზურაბიშვილი – “არც ივანიშვილს უნდა გადავყვეთ, არც სააკაშვილს და არც გვარამიას”
არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან ჩართვაში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის წყვეტს ვიზიტს და ბრუნდება საქართველოში, რათა ქვეყნის მომავალი დაიცვას. „მე არ მჯერა, რომ რამე სხვა […]










