საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 7, 462 057 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ბარათების რაოდენობა 1 363 399 ერთეულით შემცირდა. გასული წლის იანვარში მიმოქცევაში სულ 8 825 456 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო. სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარში საგადახდო საკრედიტო […]
კატეგორია: ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე კონფერენცია გამართა
გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. გალტ & თაგარტის კვლევაში დეტალურად არის განხილული ენერგეტიკის დარგის საკვანძო საკითხები – ელექტროენერგიის მოხმარების და გენერაციის ტენდენციები, იმპორტის დინამიკა, საექსპორტო ბაზრების პოტენციალი და სამომავლო პერსპექტივები. კვლევაში, ასევე, განხილულია დარგის ძირითადი პრობლემები, […]
თიბისი ბანკის აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ფასი გაიზარდა
დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციებზე ფასი გაიზარდა. ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აქციების ფასმა 2,17%-ით მოიმატა. კერძოდ, ბირჟის გახსნის მომენტში „თიბისის“ აქციის ფასი 13,02 გირვანქა სტერლინგი იყო; ამ ეტაპზე კი – 13,18 გირვანქა სტერლინგია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც „თიბისის ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეჩერების […]
მამუკა ხაზარაძე თიბისის აქციებს არ გაყიდის – მას და ბადრი ჯაფარიძეს აქციების 20%-ზე მეტი აქვთ
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჯამში „თიბისი ბანკის“ აქციების 20%-ზე მეტს ფლობენ. კერძოდ, მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ ყველაზე მსხვილი აქციონერია და ის ბანკის აქციების 13.52%-ს ფლობს. ამასთან, ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ბანკის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების დღიდან, 1992 წლიდან იკავებდა, ხოლო 2016 წლის მაისში დაინიშნა დირქტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ის „თიბისი ბანკის“ აქციების […]
ეროვნული ბანკი მიესალმა თიბისი ბანკის გადაწყვეტილებას
თიბისიბანკის მიერ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის შეწყვეტის და ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით გამოთქმულ მზაობას ეროვნული ბანკი განცხადებით ეხმაურება: „საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე. ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში […]
ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა
„თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძის გარდა ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს. „თიბისი ბანკის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში საუბარია სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციაზე. „გამომდინარე იქიდან, რომ „თიბისი ბანკი“ ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, „თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება […]
”ირაკლი რუხაძისგან კომპენსაციას ვითხოვთ” – ლიბერთი ბანკთან “მაუდის” დაზარალებულებმა აქცია გამართეს
“ლიბერთი ბანკის” ცენტრალურ ოფისთან ქარხანა “მაუდის” დაზარალებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ირაკლი რუხაძეს ტყუილში ადანაშაულებენ და დაპირებული კომპენსაციების გადახდას ითხოვენ. მათი თქმით, უკანონო გარიგების სანაცვლოდ, ირაკლი რუხაძემ “მაუდის” ქარხანა გაყიდა და მათ კომპენსაციები არ გადაუხადა. აქციას “ლეიბორისტული პარტიის” უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილიც შეუერთდა. ის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებს. „უკვე მეორე ხელისუფლებაა, ეს […]
გიორგი ქობულია თიბისის წინააღმდეგ – ”აქ არის სერიოზული ბრალდება, დამყარებული ფაქტებზე”
ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „თიბისი ბანკის“ სიტუაცია და ანაკლიის პორტის დაფინანსება ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის. მინისტრის თქმით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესები ანაკლიის პროექტზე უარყოფითად არ აისახება: „ვიმედოვნებ, ეს ხმაური ჩაცხრება და დამთავრდება იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის მოვლენები ზოგადად ჩვენს ეკონომიკაზე და ქვეყანაზე არ აისახება პოზიტიურად. „თიბისის“ ბიზნესმენთა ჯგუფი წამყვანი ჯგუფია […]
მამალოები წარწერით Stop Russia – 11 წლის გორელი გიორგი შეშაბერიძის ბიზნესი
გიორგი შეშაბერიძემ მამალოების მომზადება Youtube-დან ისწავლა. დღეში 700-მდე მამალოს აკეთებს და ყოველდღიურად გორის სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს, კვირაში რამდენჯერმე კი ბაკურიანისა და ბორჯომის მაღაზიებშიც ახერხებს თავისი პროდუქტის შეტანას. 11 წლის გიორგიმ ბიზნესის წამოწყება მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლები სამსახურის გარეშე დარჩნენ, სახლი დაკარგეს და ოჯახი იძულებული გახდა ქირით გადასულიყო. რეპორტაჟი გიორგის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალმა […]
მამუკა ხაზარაძე – ”საქმე აღარ ეხება თიბისის, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას”
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობთ, […]










