ირაკლი რუხაძემ “ბანკი ქართუს” შესყიდვის სქემა სებ–ს გააცნო

ირაკლი რუხაძემ "ბანკი ქართუს" შესყიდვის სქემა სებ–ს გააცნო“ლიბერთი ბანკისა” და “ბანკი ქართუს” გარიგება, აქციონერების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.

“ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის თქმით, შესყიდვის სქემა სებ-ს უკვე გააცნეს.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ GBC–ს განუცხადა, მათ ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავთ.

ბანკებისთვის დამოუკიდებელი წევრების შეყვანის რეკომენდაციას, მართვის ოპტიმიზაციისთვის ზედამხედველი გასცემს.

“ლიბერთის ბანკის” აქციონერთა სტრუქტურა

საწესდებო კაპიტალის 1% და მეტი წილის მფლობელი აქციონერების ჩამონათვალი წილების მითითებით:

Georgian Financial Group B.V. – 75,00%
სს “ჰერითიჯ სიქიურითიზ” (ნომინალური მფლობელი) – 18,01%
სს “გალტ & თაგარტი” (ნომინალური მფლობელი) – 4,25%
სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი” (ნომინალური მფლობელი) – 1,20%
დანარჩენი აქციონერები – 1,54%

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

ირაკლი რუხაძე – 25.01%
ალბერტ მარსონი – 25.00%
იგორ ალექსეევი – 25.00%

“ბანკი ქართუს” აქციონერთა სტრუქტურა

ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%–ს ან მეტს წილების მითითებით:

უტა ივანიშვილი – 100%

ბიემჯი