2017 წელს საქართველოში 32 ტონა პრეზერვატივი შემოიტანეს

2017 წელს საქართველოში 32 ტონა პრეზერვატივი შემოიტანესფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი გაიზარდა. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.

სულ გასულ წელს ქვეყანაში $849,000-ის ღირებულების კონტრაცეპტივები შემოვიდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით მეტია.

რაც შეეხება ამ პრეზერვატივების წონას, ფინანსთა სამინისტრო მის შესახებაც ფლობს ინფორმაციას. სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული პრეზერვატივების (ვულკანიზებული რეზინის კონტრაცეპტივის) საერთო წონამ შეფუთვასთან ერთად 32,000 კილოგრამი შეადგინა.

იმპორტში ლიდერობენ გერმანია – 8 ტონა, ჩინეთი – 6 ტონა და რუსეთი 4.9 ტონა.

ადგილობრივი წარმოების შესახებ დაზუსტებული სტატისტიკა არ მოიძებნება.

იმედინიუსი