საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს განცხადებით, 2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ სახელმწიფოს (შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი) შორის ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და EFTA-ს შორის ხელი მოეწერა 2016 წლის 27 ივნისს.
შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა საქართველოში წარმოებული პროდუქცია და სერვისების დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე განთავსდეს 14-მილიონიან, მაღალი მყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზრებზე.

