კომპანია ,,სარაჯიშვილი“ მალე ბაზარზე ახალ ექსკლუზიურ კონიაკს, ,,ვინთიჯ“-ს გამოიტანს, რომელიც პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ბუბუტეიშვილმა განუცხადა.
– ჩვენი უპირატესობა და მიმართულება არის ის, რომ ჩვენს კომპანიას აქვს ტრადიცია, ამბიცია და მრავალწლიანი ისტორია. გვინდა ამ ხნის დაგროვილი სიმდიდრე ნელ-ნელა გამოვიტანოთ და შევქმნათ ექსკლუზიური ხაზი და ისეთი პროდუქტი, რომელიც საქართველოში აქამდე არ არსებობდა. ,,ვინთიჯი“ არის კონიაკი, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ წელს გამოხდილი საკონიაკე სპირტისგანაა დამზადებული, სახელწოდებაც სწორედ ამას ნიშნავს – ერთი წლის დაძველების სპირტს. ეს იქნება, 1940 წლიდან 1980 წლამდე, ყველა წლის კონიაკი. ყოველწლიურად ხუთი სხვადასხვა წლის კონიაკი დამზადდება, ანუ ეხლა გამოვა – 1941, 1945, 1953, 1955 და 1968 წელი, შემდეგ წელს კიდევ დაემატება ხუთი სხვადასხვა წლის კონიაკი, – განაცხადა ზურაბ ბუბუტეიშვილმა.
კონიაკი ,,ვინთიჯი“ მაღალ საფასო კატეგორიას მიეკუთვნება და დაძველების მიხედვით, 700-დან 3.000 დოლარამდე ეღირება. პროდუქტი 700 გრამიანი შეფუთვით გამოვა.

