მობილური კავშირით უზრუნველყოფის ტენდერში სამივე კომპანიამ გაიმარჯვა. შესაბამისად, საჯარო მოხელეებს მობილური კავშირით მაგთი, ჯეოსელი და ბილაინი უზრუნველყოფენ. წელს უკვე მეორედ გამოცხადებულ ტენდერში გაზრდილი ტარიფები იყო გათვალისწინებული.
კომპანიამ მაგთი აბონენტებს გუშინ ტენდერის დასრულების შემდეგ მისწერა, რომ 2017-2018 წლებში კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი მეგაბაიტები 1 მარტიდან გაუუქმდებოდათ.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი პრეს-სპიკერი ხატია ყურაშვილი განმარტავს, რომ ცვლილება ეხება მხოლოდ კონსოლიდირებული სახელმწიფო ტენდერის პირობებით შესყიდული მომსახურებით მოსარგებლე აბონენტებს, ანუ იმ კორპორატიულ აბონენტებს რომლებიც ე.წ სამთავრობო ქსელის მომსახურებით სარგებლობენ.
“ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის, მესამე პონქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.
შესაბამისად, ამ ცვლილების თაობაზე მაგთიკომს მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა გაეფრთხილებინა თავისი აბონენტები. ასევე, თუ წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ნაყიდი ინტერნეტ მოცულობა უქმდებოდა, მაშინ მაგთიკომს უფლება ჰქონდა ამ მოცულობების გაუქმების, სამწუხაროდ არ ვიცობ ამ ხელშეკრულებას და ვერ გეტყვით ჰქონდა თუ არა უფლება გაეუქმებინა, მაგრამ მინიმუმ წინასწარ გაფრთხილების ათდღიანი ვადა უნდა დაეცვა.
ჩვეულებრივი და სხვა კერძო კორპორატიული პირობებით მოსარგებლე აბონენტების ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია, რომ ინტერნეტ პაკეტით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ დარჩენი მეგაბაიტენი ახალი პაკეტის შესყიდვის შემდეგ გადადის მომდევნო თვეში სარგებლობისთვის, შესაბამისად არ იკარგება“, – წერს ხატია ყურაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ბიზნესმედია

