უკანონო გარევაჭრობისთვის 100 ლარით დაჯარიმდებით

უკანონო გარევაჭრობისთვის 100 ლარით დაჯარიმდებითუკანონო გარევაჭრობაზე ჯარიმები, შესაძლოა, 20-დან 100 ლარამდე გაიზარდოს. შესაბამის ცვლილებებს მერიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, მათ ასევე სურთ, რომ მისაბმელიანი ან ნახევრადმისაბმელიანი სავაჭრო ავტომობილების დაჯარიმების უფლება ადგილზევე ჰქონდეთ.
– გარევაჭრობასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წელია დავიწყეთ აქტიური ღონიძიებები. გვაქვს ადგილები, სადაც დღეს გვაქვს გარევაჭრობა.
ფიზიკური პირების შემთხვევაში მინიმალური ჯარიმა დღეს 20 ლარია ფიზიკური პირის შემთხვევაში ან პროდუქციის კონფისკაცია. განმეორების შემთხვევაში 500 ლარი”,- განაცხადა ბაგრატიონმა.