გურჯაანის ბაზარი ანტისანიტარიის გამო დახურეს, თელავის კი 400 ლარით დააჯარიმეს

გურჯაანის ბაზარი ანტისანიტარიის გამო დახურეს, თელავის კი 400 ლარით დააჯარიმესსურსათის ეროვნულმა სააგენტომ ანტისანიტარიის გამო, გურჯაანის აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი დახურა, ხოლო ადმინისტრაცია 1.000 ლარით დაჯარიმდა.

ობიექტზე ყველის, თევზისა და ხორცის პავილიონების შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა.

ბაზრის მეპატრონეებს პრობლემების გამოსწორება დაევალათ.

დარღვევების გამო, 400 ლარით დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაც.