ზაზა შათირიშვილი დრონებს აწყობს და ყიდის – ფასი 300-დან 2.000 ლარამდეა

ზაზა შათირიშვილი დრონებს აწყობს და ყიდის - ფასი 300-დან 2.000 ლარამდეაბაზარზე ადგილობრივი წამოების დრონების შეძენა 300-დან 2.000 ლარამდე საფასო სეგმენტში შეიძლება. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით ზაზა შათირიშვილი დრონებს თავად აწყობს და შეკვეთის არსებობის შემთხვევაში, ყიდის.
როგორც თავად ამბობს, დრონების წარმოება ამ ეტაპზე მისთვის უფრო ჰობია, თუმცა, გარკვეული შემოსავალი მაინც აქვს.
„დაახლოებით ათამდე შეკვეთა შევასრულე, ვამზადებ, როგორც სამოყვარულო, გასართობი დანიშნულების დრონებს, ასევე პროფესიონალურსაც, რომლებიც შედარებით ძვირი ღირს, სერვისში კამერების მონტაჟიც და დაპროგრამებაც შედის. დრონი საქართველოს პირობებში ჯერჯერობით ძვირი სიამოვნება, თუმცა, მე პერსპექტივას ვხედავ და სამომავლოდ არც ორგანიზებული წარმოების გაკეთებას გამოვრიცხავ“-განაცხადა bm.ge-სთან საუბრისას ზაზა შათირიშვილმა.
მისი თქმით, ყველაზე უკეთ მაინც გასართობი დრონები იყიდება სასაჩუქრედ, თუმცა, კერძო სექტორიც სულ უფრო ხშირად გამოხატავს დაინტერესებას პროფესიონალური დრონების მიმართ.
“ახლახანს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა ჩემი დამზადებული დრონი, სურთ, რომ მშენებლობის პროცესს მისი საშუალებით დააკვირდნენ. ზოგადად მიმაჩნია, რომ ამ ტექნოლოგიას გამოყენების ძალიან ფართო დიაპაზონი აქვს და ვიმედოვნებ, რომ ჩემი ჰობი სამომავლოდ კარგ ბიზნესად იქცევა”,აღნიშნა შათირიშვილმა.

ბიზნესმედია