ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – დიდი ფართობის მიწის გაყიდვას ქართველებზეც ავკრძალავდი

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - დიდი ფართობის მიწის გაყიდვას ქართველებზეც ავკრძალავდიკომპანია “ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ ახალ კანონპროექტს აფასებს, რომლის მიხედვითაც მიწების უცხოელებზე გასხვისება გამონაკლისების გარეშე აიკრძალება და მიწის ფლობა მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით იქნება შესაძლებელი.
– ეს არის ამ საკითხისადმი ჩემი პირადი დამოკიდებულება და არა კომპანიის. მე ამ ტიპის შეზღუდვას (მიწის მიყიდვის აკრძალვას) არამარტო უცხოელებზე დავაწესებდი, არამედ საქართველოს მოქალაქეებზეც. იქნებოდა (ფართობის შესყიდვაზე) მინიმალური ზღვარი, შემდეგ იქირავე რამდენი ჰექტარიც გინდა, – აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
მისი თქმით, შესაძლოა, დაწესდეს ზედა ზღვარი მიწის შესყიდვაზე, მაგალითად, 10 ჰა და ამაზე დიდი ფართობის მიწები მხოლოდ იჯარით გაიცემოდეს.
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ, ქვეყანამ რაღაც მოდელი უნდა აირჩიოს და გადაწყვეტილება მიიღოს, როგორ კანონს ტოვებს.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მუდმივი საუბრები ამ საკითხზე და დასურულებელი დიალოგი ინვესტორებს აფრთხობს, რამდენადაც მათთვის გარემო არაპროგნოზირებადია.
ბიზნესმედია