ფადი ასლი – “მართლები ვიყავით, თამბაქოზე კონტრაბანდა გაიზარდა”

ფადი ასლი - "მართლები ვიყავით, თამბაქოზე კონტრაბანდა გაიზარდა"ICC Georgia-ს თავმჯდომარის ფადი ასლის განცხადებით, გადასახადების გაზრდა ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას არ უზრუნველყოფს და სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ისინი ერთი წლის წინ თამბაქოსა და სხვა პროდუქციაზე აქციზური გადასახადის ზრდას. ფადი ასლი ამბობს, რომ მათი მოლოდინი გამართლდა და აქციზის ზრდის პარალელურად ქვეყანაში კონტრაბანდული პროდუქციის მოცულობა გაიზარდა.

– ჩვენ ვთავაზობდით მთავრობას, რომ არ გაეზარდა აქციზური გადასახადი თამბაქოზე, რადგან ვთვლიდით, რომ ეს გაზრდიდა ქვეყანაში კონტრაბანდას მთავრობა კი დაგეგმილ შედეგს ვერ მიიღებდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ მართლები ვიყავით, აქციზური გადასახადი არ იყო იმდენი, რამდენსაც ელოდა მთავრობა და კონტრაბანდაც გაიზარდა. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ გადასახადები უნდა გაიზარდოს ეკონომიკის ზრდისთვის, – ამბობს ფადი ასლი.

ბიზნესმედია