საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 9 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6272 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6008 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0264 -ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0468 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0081 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0387-ით გაუფასურდა.
ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.4469 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4195 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0274-ით გაუფასურდა.
თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6751 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6737 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0014-ით გაუფასურდა.

