ნატურალური წვენების რეგლამენტირება, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყება,- ამის შესახებ საქმის კურსს ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანიის “კამპას” ხელმძღვანელმა სანდრო ბუაძემ განუცხადა.
მისი თქმით, წვენების რეგლამენტირება უშუალოდ მათი იდეა იყო და უკვე მომზადებულია რეგლამენტის სამუშაო ვერსია. სანდრო ბუაძე ამბობს, რომ რეგლამენტი ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და აწესრიგებს მთელ რიგ საკითხებს, როგორიცაა ეტიკეტირება, შიგთავსი, მომხმარებლების უფლებები, თამაშის თანაბარი წესები ბაზრის მონაწილეებს შორის.
– თუ წვენები ნატურალური არ არის, მწარმოებელი ვეღარ დააწერს, რომ ნატურალურია,- აცხადებს “კამპას” ხელმძღვანელი.
სანდრო ბუაძის განმარტებით, რეგულაციებმა შესაძლოა, კომპანიებს ხარჯი გაუზარდოს, თუმცა, ეს ერთჯერადი ხარჯი იქნება.
მისივე თქმით, რეგლამენტის შემუშავებაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, თუმცა, დაინტერესება მწარმოებლების მხრიდან დიდი არ ყოფილა.
– სამწუხაროდ, ინტერესი ისეთი არ არის, როგორსაც ველოდით. იმპორტიორები არ იყვნენ პროცესში ჩართული, რადგანაც წვენების იმპორტიც დარეგულირდება. თუ პროდუქცია არ შეესაბამება ჩვენს კანონმდებლობას, წესით ვერ შემოვა საქართველოს საზღვარზე და ამას შეამოწმებს სურსათის უვნებლობის სააგენტო,- აცხადებს სანდრო ბუაძე.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ნატურალური წვენებისა და სპირტის შემცველი სასმელების რეგლამენტირებაზე მუშაობს.

ბიზნესმედია