“სილქნეტი” “გლობალ TV”-ს ყიდულობს

"სილქნეტი" "გლობალ TV"-ს ყიდულობს“საქმის კურსის” ინფორმაციით, “სილქნეტი” “გლობალ TV”-ს ყიდულობს.
შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია “საქმის კურსს” კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გასულ კვირაში კომისიაში შევიდა კომპანიების ერთობლივი განაცხადი შესყიდვის შესახებ თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით. საკითხზე კომისიას ჯერჯერობით არ უმსჯელია.
კომისიაში “საქმის კურსს” განუმარტეს, რომ განხილვა განაცხადის შესვლიდან ერთი თვის ვადაში ჩაინიშნება, მანამდე კი კომისია შესაბამის მოკვლევას ჩაატარებს.
“საქმის კურსი” აღნიშნულთან დაკავშირებით “სილქნეტს” დაუკავშირდა, სადაც ასევე დაადასტურეს გარიგების შესახებ ინფორმაცია. დეტალების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გლობალ TV ციფრული სატელევიზიო სერვისია საქართველოში, რომელიც 2006 წლიდან ფუქციონირებს.
ბიზნესმედია