სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანიამ განაცხადი უკვე შეიტანა და საკითხი განხილვაშია.
– კომპანიას მშენებლობა დასრულებული აქვს, განხორციელებული აქვს ინვესტიციის ნაწილი, რა ვალდებულებაც ჰქონდა, – აცხადებენ სამინისტროში.
პროექტი 2010 წელს დაიწყო, „სემირამიდის ბაღები“ მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე უნდა გახსნილიყო. პროექტის მშენებელ კომპანია „მაფა”-ში „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებდნენ, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც აზერბაიჯანული ინვესტიციით შენდებოდა, საშუალო და მაღალ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი.
2015 წლის მარტში მშენებელ კომპანია „მაფა”-ში „კომერსანტთან“ აცხადებდნენ, რომ ზღვისპირა ქალაქის ახალ ბულვარში „სემირამიდას ბაღების“ კომპლექსის ასაშენებლად დაახლოებით 35 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა.
– 12 სართულიან შენობაში მინიმუმ ორ ადამიანზე გათვლილი 154 ნომერი მოეწყობა. სასტუმროში სამი საცურაო აუზის, სპა ცენტრისა და კაზინოს გახსნაც იგეგმება, – აცხადებდნენ 2015 წლის მარტში სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია „მაფა”-ში.
კომერსანტი


ბათუმში, „სემირამიდას ბაღების“ კომპლექსის მშენებელი აზერბაიჯანული კომპანია