რაც მეტი რესურსი გაედინება ბიზნესიდან, გიწევს სხვა თანხების მობილიზება, რომ პროექტები განახორციელო.
ამის შესახებ “საქმის კურსს” სამშენებლო კომპანია “რედკოს” პროექტების მენეჯერმა ახალი წლიდან ამოქმედებული რეგულაციის შეფასებისას განუცხადა, რომელიც ავანსის დღგ-თი დაბეგვრას გულისხმობს.
მალხაზ კუნელაურის თქმით, ახალ რეგულაციას ბიზნესზე ტრაგიკულად არ უმოქმედია, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში შეაფერხა.
“ავანსის დღგ-თი დაბეგვრა ნიშნავს, რომ შენგან უფრო მალე გადის ფული, ვიდრე ადრე. გადასახდელი ორივე შემთხვევაში ერთია, მაგრამ გადახდის ვადები ახლა შემჭიდროვებულია. თუ მანამდე ელოდებოდი მთლიანად რეალიზაციის ბოლო ეტაპს და მანამდე ამ ფულს ბიზნესში ატრიალებდი, ახლა როგორც კი ჩაგერიცხება თანხა, უნდა დაიბეგრო და გადაიხადო. მარტივია: თუ ფული დიდხანს გაჩერდება შენთან, უფრო ბევრ რამეს გააკეთებ, თუნდაც ბოლოს ისევ გქონდეს გადასახდელი”,- ამბობს კუნელაური.
მისივე თქმით, კომპანიას არ გაუკეთებია ფინანსური ანალიზი, რა გავლენა იქონია ავანსის დღგ-თი დაბეგვრის შემოღებამ, მაგრამ, მისი თქმით, როდესაც დიდ პროექტზეა საუბარი და თანხები გაკლდება, კომპანია გარკვეულწილად ფერხდება.

ბიზნესმედია