სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში თითქმის ორჯერ მეტი თანხა შევიდა. საქართველოს ბიუჯეტის 7 თვის მონაცემებით, სფეროდან მიღებულმა შემოსავლებმა 66 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა კი 37 მილიონი ლარი იყო. მკვეთრი მატება შეინიშნება სათამაშო აპარატებიდან და ელექტრონული ფორმის თამაშებიდან მიღებულ შემოსავლებში. მხოლოდ სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავლები წელს 13 მილიონი ლარით არის გაზრდილი. […]
კატეგორია: ეკონომიკა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 59 კომპანია დააჯარიმა, 15-ს კი საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის გასული კვირის შედეგებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 207 ინსპექტირება, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 58 ბიზნესოპერატორი; სურსათის ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია 106 ნიმუში; დოკუმენტურად შემოწმდა 160 ობიექტი (24 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო […]
საქართველოში ბიტკოინის მომხმარებელთა რიცხვი წელს 130%-ით გაიზარდა
მსოფლიოში ელექტრონული ვალუტების პოპულარობა ყოველდღიურად მატულობს. კრიპტოვალუტა ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად იაპონიამ, გადახდის ოფიციალურ საშუალებად უკვე აღიარა. მსოფლიოში არაერთი კომპანია კი საკუთარ ნაწარმს ონლაინ, ბიტკოინისა და სხვა ელექტრონული ვალუტების მეშვეობით ყიდის. ამ ფერხულში საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ერთვება. კრიპტოვალუტების მიმართ ნდობა და ცნობადობა საქართველოში არც ისე მაღალია. ამას „საქმის კურსთან“ ადასტურებენ ის კომპანიებიც, რომლებიც ბაზარზე სწორედ ელექტრონული ვალუტების […]
პიცა ბიტკოინით – საქართველოში კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი ხდება
საქართველოში ბიტკოინით გადახდა შესაძლებელი ხდება. კომპანია “პრეგო” გადახდის საშუალებად ბიტკოინის დამატებას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელი ნოდარ ბაღიშვილი „საქმის კურსთან“ აცხადებს, რომ სისტემის ამოქმედების შემდეგ „პრეგო“ იქნება პირველი კომპანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, სადაც მომხმარებელს გადახდა ელექტრონული ვალუტით შეეძლება. ნოდარ ბაღიშვილის თქმით, “პრეგოში” ბიტკოინით გადახდა სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება. – პიცას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბიტკოინის განვითარებაში, […]
აზერბაიჯანულმა კომპანიამ საქართველოში 15.3- მილიონიანი ტენდერი მოიგო
აზერბაიჯანული სააგენტო Abc-ის ცნობით, აზერბაიჯანულმა საჯარო სააქციო საზოგადოებამ “საინვესტიციო კორპორაცია Akkord Senaye Tikinti” საქართველოში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანულმა კორპორაციამ ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი მოიგო. “პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული, ხოლო ტენდერის ღირებულება 15.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს “, – ნათქვამია განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები ფოლადის და […]
“M2-ს არ უყიდია და არ აპირებს “ცენტრპოინტის” შესყიდვას”
– M2-ს არ უყიდია და არ აპირებს “ცენტრპოინტის” შესყიდვას,-ამის შესახებ „საქმის კურსს“ სამშენებლო კომპანიაში განუცხადეს. „ცენტრ-პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმაგანაცხადა, რომ კომპანიის შესყიდვით რამდენიმე ადგილობრივი და უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ კი დაადასტურა, რომ ერთ-ერთი დაინტერესებული კომპანია m2-ია. ბიზნესმედია
ბიზნესმენ პაატა კვიჟინაძეს 6 წლის წინ ზედმეტად გადახდილი დღგ დაუბრუნდა
ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს მფლობელი პაატა კვიჟინაძე შემოსავლების სამსახურის მიერ 2011 წელს ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს ფეისბუკზე. „2 წუთი დამითმეთ, უცებ მოგიყვებით 🙂 ისედაც დიდი მესტატუსეობით არ გამოვირჩევი 🙂 მოკლედ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე (ვინც არ იცით, ტურისტული კომპანია მქონდა), 2011 წელს ფინანსთა სამინისტროსთან დამეძაბა ურთიერთობა, მოვითხოვე რა კუთვნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ს […]
ბათუმის საბაგირომ მემილიონე ვიზიტორს უმასპინძლა – ის უკრაინელი ალექსი ტუჩაკი აღმოჩნდა
გუშინ, 20 აგვისტოს, ბათუმის საბაგირო “არგომ” დაარსების დღიდან დღემდე მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. საბაგიროს მემილიონე სტუმარი უკრაინელი ტურისტი ალექსი ტუჩაკი აღმოჩნდა, რომელიც მეგობართან ერთად საქართველოში პირველად მოგზაურობს. ტურისტი სპეციალური სერტიფიკატებითა და საჩუქრებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა კურორტ გოდერძის დირექტორ ზურაბ ჭურკვეიძესთან და საბაგიროს დირექტორ გიორგი აბაშიძესთან ერთად დააჯილდოვა. ალექსი ტუჩაკს საჩუქრად საბაგირო „არგოს“ ულიმიტო […]
წალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდებ
წალენჯიხა-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი 10 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები. “პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული გზით შეძლებენ გადაადგილებას. სამუშაოები ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით და მისი ღირებულება 3 მლნ ლარამდეა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2013 წლიდან დღემდე რეაბილიტაციის ფარგლებში […]
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციის გამო ქონება იძულების წესით კიდევ 1 კომპანიას ჩამოერთმევა
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის გამო შპს „არჯევანის“ ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ნინო ჯავახაძის ბრძანებაში ვკითხულობთ, კომპანიის საკუთრებაში არსებული 4 991.00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობიდან ექსპროპრიაციას მხოლოდ 536 კვ. მეტრი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა ექვემდებარება. რაც შეეხება შეუთანხმებლობის მიზეზს, […]










