კატეგორია: ეკონომიკა

შეკვეთილში სასტუმრო Paragraph Hotel & Spa Resort-ი სატესტო რეჟიმში მუშაობს

შეკვეთილში სასტუმრო Paragraph Hotel & Spa Resort-ი სატესტო რეჟიმში მუშაობს

თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული 5*-იანი სასტუმრო შეკვეთილში სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს და ამჟამად მხოლოდ თანამშრომლებს მასპინძლობს. როგორც „კომერსანტს“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს სასტუმრო წელს შემოდგომაზე გაიხსნება, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.Paragraph Hotel & Spa Resort-ში ფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი და ზღვაში 150 მ-ზე […]

“თიბისი კაპიტალის” ხელმძღვანელებმა ავთანდილ გიგინეიშვილმა და ლევან შანიძემ “თიბისი ჯგუფი” დატოვეს

"თიბისი კაპიტალის" ხელმძღვანელებმა ავთანდილ გიგინეიშვილმა და ლევან შანიძემ "თიბისი ჯგუფი" დატოვეს

“თიბისი კაპიტალის” ხელმძღვანელებმა ავთანდილ გიგინეიშვილმა და ლევან შანიძემ “თიბისი ჯგუფი” დატოვეს. ინფორმაცია „საქმის კურსს“ „თიბისი ჯგუფში“ დაუდასტურეს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, გადაწყვეტილება მიღებულია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. გიგინეიშვილისა და შანიძის ადგილზე ახალი კანდიდატურები უკვე განიხილება და დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია გავრცელდება. ავთანდილ გიგინეიშვილი და ლევან შანიძე “თიბისი კაპიტალში” შარშან გაზაფხულიდან მუშაობენ. ავთო გიგინეიშვილმა “TBC კაპიტალში” ერთ-ერთი წამყვანი გლობალური საინვესტიციო […]

დევი ხეჩინაშვილი – “ფასები მირბის, სადაზღვევო პრემია ვერ ეწევა, კომპანიები მინუსში არიან”

დევი ხეჩინაშვილი - "ფასები მირბის, სადაზღვევო პრემია ვერ ეწევა, კომპანიები მინუსში არიან"

– ფასები მირბის, სადაზღვევო პრემია ვერ ეწევა ,- ამის შესახებ “საქმის კურსს”სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა. დევი ხეჩინაშვილის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, რომელიც საქართველოში წამყვანი მიმართულებაა. ხეჩინაშვილი ამბობს, რომ წლის განმავლობაში სერვისისა და მომსახურების ფასი სამედიცინო სფეროში იზრდება, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფო პროგრამები. მისი განმარტებით, ფასების ზრდასთან ერთად სადაზღვევო პრემია ვერ […]

,,ევროკრედიტის” დირექტორი ქეთევან ყაყიტაშვილი – “კომპანიის რამდენიმე წევრმა მიღალატა”

,,ევროკრედიტის" დირექტორი ქეთევან ყაყიტაშვილი - "კომპანიის რამდენიმე წევრმა მიღალატა"

– ეს სახლი უკვე იპოთეკითაა დატვირთული, ჩემი აღარაფერი მაქვს. ამ ქალაქში ბიზნესი ვერ ხარობს, ყველა მხრიდან მებრძოდნენ. მანქანით რომ გავიდოდი, დიდი თვალებით მიყურებდნენ კაცები, თვითონ რომ არაფრის შნო ჰქონდათ, სხვაზე ლაპარაკობდნენ, – ასე დაიწყო ჩვენი საუბარი ქალთან, რომელსაც ფაქტობრივად 2,5 მლნ ლარი ნასესხები აქვს და, ამჟამინდელი მდგომარეობით, ძირი თანხა გასესხებული 1 მლნ ლარზე მეტი აქვს. […]

საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 32 მილიონი შევიდა

საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 32 მილიონი შევიდა

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების სახით ბიუჯეტში 32 მილიონ 328 ათასი ლარი შევიდა. ეს თანხა ჯარიმებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიმდინარე წლის 7 თვეში ჩაირიცხა. აქედან 12 მილიონ 935 ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა იყო, 19 მილიონ 393 ათასი კი ტერიტორიული ერთეულიდან მიღებული შემოსავალი. ბიუჯეტმა 7 თვეში 5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების წესების […]

თსუ-ს ახალი სტუდქალაქი ლისის ტბაზე სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს

თსუ-ს ახალი სტუდქალაქი ლისის ტბაზე სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს

ლისის ტბის ფერდობზე მდებარე 320 ადგილიანი ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა, სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს. საცხოვრებლის ტერიტორიაზე მდებარეობს: სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები, 3 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა – საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, კვების ბლოკი, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. უწყების ცნობითვე, რეგისტრაციისთვის სტუდენტების განაცხადების მიღება სექტემბერში დაიწყება, ასევე […]

თბილისის თიზ-ში კომპანიები სექტემბრის მეორე ნახევრიდან შევლენ

თბილისის თიზ-ში კომპანიები სექტემბრის მეორე ნახევრიდან შევლენ

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანიები სექტემბრის მეორე ნახევრიდან შევლენ. როგორც “საქმის კურსს” თიზ-ის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა, თიზ-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაჭიანურდა რიგი ტექნიკური მიზეზების გამო, თუმცა, მისი დასრულებისთანვე თბილისის ინდსუტრიულ ზონაში კომპანიები დაიწყებენ ოპერირებას. გიორგი ტაბიძის თქმით, საუბარია ავეჯის მწარმოებელ, ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც სომხეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ინტერესდებიან თბილისის თიზ-ში ოპერირებით. მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამუშაოები ჯერ კიდევ […]

კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხანა შენდება

კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხანა შენდება

შპს “კაფსულო“ კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშენებლობას სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაასრულებს. როგორც ქარხნის ხელმძღვანელი ბეჟან გურგენიძე “კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავს, მშენებლობის დასრულება ოქტომბრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო დროში გადაიწია. – რთული კონსტრუქცია გამოდგა, ამიტომ მშენებლობა გაჭიანურდა, თუმცა პროცესი არ ჩერდება, – აცხადებს გურგენიძე. მისივე მტკიცებით, მშენებლობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და ის სავარაუდოდ, 2-3 […]

ხეჩიკაშვილს 2 მილიონი ლარის კრედიტი აქვს აღებული, კვირიკაშვილს – 173.500 დოლარის – ქართველი მინისტრების სესხები

ხეჩიკაშვილს 2 მილიონი ლარის კრედიტი აქვს აღებული, კვირიკაშვილს - 173.500 დოლარის - ქართველი მინისტრების სესხები

საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ამ დროისთვის 18 მინისტრი და საქართველოს პრემიერმინისტრი შედის. კაბინეტის წევრების უმრავლესობას ბანკებთან თუ სხვა ფინანსურ დაწესებულებებთან ფინანსური ვალდებულებები აქვს. “საქმის კურსმა”სესხების შესახებ ინფორმაცია მათივე შევსებული დეკლარაციებიდან მოიძია. თანამდებობის 19 პირიდან, სასესხო ვალდებულებები 8 მინისტრს არ უფიქსირდება. ყველაზე მეტი სესხი სპორტის მინისტრს აქვს – დაახლოებით 2 მილიონი ლარი, ყველაზე ნაკლები კი იუსტიციის მინისტრს […]

ყველაზე ნაკლები სესხი განათლების სფეროშია გაცემული

ყველაზე ნაკლები სესხი განათლების სფეროშია გაცემული

2017 წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, კომერციულ ბანკებს საქართველოს მოქალაქეებზე 18 მილიარდ 247 მილიონი ლარის სესხი აქვთ გაცემული. სესხების დიდი ნაწილი – 9,8 მილიარდი ლარი – შინამეურნეობებზეა გაცემული. აქედან 5,5 მილიარდი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებია, 3,1 კი სამომხმარებლო სესხებია. 8 მილიარდ 349 მილიონი სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის გამოყოფილი სესხებია. ყველაზე მეტი მოცულობის სესხი, სულ 2 მილიარდი ლარი, მრეწველობის […]