თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანიები სექტემბრის მეორე ნახევრიდან შევლენ. როგორც “საქმის კურსს” თიზ-ის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა, თიზ-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაჭიანურდა რიგი ტექნიკური მიზეზების გამო, თუმცა, მისი დასრულებისთანვე თბილისის ინდსუტრიულ ზონაში კომპანიები დაიწყებენ ოპერირებას.გიორგი ტაბიძის თქმით, საუბარია ავეჯის მწარმოებელ, ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც სომხეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ინტერესდებიან თბილისის თიზ-ში ოპერირებით.
მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამუშაოები ჯერ კიდევ ივლისის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ჯერ ამინდებმა, შემდეგ კი ტექნიკურმა სამუშაოებმა შეუშალათ ხელი.
თბილისის ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილზე გზის ზედა საფარის დაგების სამუშაოებია დარჩენილი, გაყვანილია ელექტროობა, წყალი, კანალიზაცია, სანიაღვრე სისტემები.
გაზის შეყვანაზე მუშაობას თიზ-ის მმართველი მოგვიანებით დაიწყებს.
ბიზნესმედია

